ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

0
38
#post_seo_title

დღეის მდგომარეობით,  9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია, ფერმერებმა  2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესს გაეცნო სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, რომელიც  არასქტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბსა და ხილის გადამმუშავებელ საწარმოში „შინდისი“  იმყოფებოდა.

„საქართველოს მასშტაბით, 12 კომპანია იბარებს არასტანდარტულ ვაშლს 1 კგ-ს არანაკლებ  25 თეთრად, საიდანაც 10 თეთრი არის სახელმწიფოს სუბსიდია.  დღეის მდგომარეობით,  9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი უკვე ჩაბარებულია. პროცესი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.  ჩვენი მიზანია, ფერმერებმა შეძლონ შეუფერხებლად საკუთარი ვაშლის მოსავლის რეალიზაცია“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.

შპს „შინდისი“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. მიმდინარე წელს, კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში, 4,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი უკვე გადაამუშავა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 კომპანია 14 მიმღებ პუნქტში იბარებს შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

მიმდინარე წლის სექტემბერიდან სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა  საწარმოებმა  9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა  2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.  სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2024 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.25 ლარად შეისყიდიან.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ