ბლინები მთელი ოჯახის საყვარელი საუზმეა. მათი არომატი ნებისმიერს გამოაფხიზლებს. როგორ მოვამზადოთ ბლინები რძეზე მაქსიმუმ ნახევარ საათში?
ინგრედიენტები
- 3 კვერცხი
- 150 მლ თბილი წყალი
- 250 მლ რძე
- 200 გ ფქვილი
- 3 ს.კ. შაქარი
- 0 , 5 ჩ.კ. მარილი
- 25 გ ყაყაჩო
- 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
მომზადება
ჩაასხით ღრმა ჭურჭელში თბილი წყალი და აურიეთ შაქრითა და მარილით.
დაამატეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ.
რეგულარულად უმატეთ ფქვილი და ურიეთ. ყველაფერი კარგად უნდა გაიხსნას.
დაასხით თბილი რძე და აურიეთ.
დაამატეთ მცენარეული ზეთი, ყაყაჩო და გააცხელეთ ტაფა.
გაცხელებულ ტაფაზე შეწვით ბლინები, სანამ არ გავარდისფრდება.
ასე მზადდება გემრიელი თხელი ბლინები რძეზე და მთელ ოჯახს გამოკვებავს.