ბროკოლისა და ყურძნის დიეტური სალათა

0
62
#post_seo_title

დიეტური საკვები სულ არ გულისხმობს უგემურ სუფებსა და სალათებს. სავსებით შესაძლებელია სასარგებლო და, ამავდროულად, გემრიელი კერძების მომზადება.

დიეტური ბროკოლი, ისევე როგორც კომბოსტოს სხვადასხვა სახეობა, ბევრს არ უყვარს. თუმცა ჩვენ გასწავლით რეცეპტს, როგორ მოამზადოთ ბროკოლისგან გემრიელი სალათი – ისეთი, ყველა   პირს რომ ჩაიტკბარუნებს.

ეს სალათი ძალიან უხდება ხორცისა და თევზის კერძებს, როგორც გარნირი. თუმცა ცალკე კერძადაც სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაცივარში გაციების შემდეგ.

ინგრედიენტები

  • 450 გ ბროკოლი
  • 250 გ შავი ყურძენი
  • 250 გ სტაფილო
  • ერთი ცალი ვაშლი
  • 35 გ ქეშიუ
  • 35 გ კედარის კაკალი
  • 30 გ გოგრის თესლი
  • ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • ორი ს. კ. თაფლი
  • 3 ს. არაჟანი
  • 3 ს. კ. ლიმონის წვენი
  • მეოთხედი ხახვი
  • 170 გ იოგურტი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • ნახევარი ჩ. კ. შავი პილპილი

მომზადება

  1. ბროკოლი გაყავი ყვავილედებად და მოხარშე მარილწყალში ორი წუთის მანძილზე. შემდეგ გადაიტანე საწურზე და მოავლე ცივი წყალი.
  2. ცალკე ჭურჭელში შეურიე ერთმანეთს ზეითუნის ზეთი, თაფლი, არაჟანი, ლიმონის წვენი. წვრილ სახეხზე გახეხილი ხახვი და იოგურტი.
  3. ყურძნის მარცვლები გაჭერი შუაზე, ამოაცალე წიპწები შეძლებისდაგვარად. სტაფილო გახეხე საშუალო სახეხზე, ვაშლი დაჭერი თხლად და ეს ყველაფერი შეურიე ბროკოლს.
  4. ბროკოლის მასას დაამატე გოგრის თესლი, კედარის კაკალი და ქეშიუ. შეურიე მომზადებული სოუსი და შეაზავე მარილითა და პილპილით.

გემრიელი სალათი მზადაა! ის კარგად ანაყრებს და ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმს დიდი რაოდენობით უჯრედისისა და ვიტამინების შემცველობის წყალობით. ეს დაბალკალორიული კერძი განსაკუთრებით სასურველია დიეტის დროს, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით ესაჭიროება ადამიანს.

გემრიელად მიირთვით! სასარგებლო რეცეპტი კი გაუზიარეთ მეგობრებს!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები