დაბრაწული პურები ხაჭოთი

0
33
#post_seo_title

მარტივ, უბრალო, საკუთარი ხელით მომზადებულ საუზმეს ვერასდროს შეცვლის რთული და ძალიან გემრიელი კერძები ცნობილი მზარეულებისგან. ომლეტი, შემწვარი კვერცხი, ყიყლიყო – დილის კლასიკაა, რომელიც დღეს ყოველთვის სასიამოვნოდ გვაწყებინებს. გთავაზობთ დაბრაწული პურები მოამზადოთ ხაჭოთი.

დაბრაწული პურები ხაჭოთი მოამზადეთ,  კლასიკა რო არ მოგბეზრდეთ, მრავალფეროვნებაც საჭიროა. ზოგიერთს პურის ტაფაზე შეწევა და მასზე კვერცხის დახლა უყვარს, ზოგს რძეში ამოვლება, პროფესიონალები კი დაბრაწულ პურებს ხაჭოთი ამზადებენ.

ინგრედიენტები:პურის ნაჭერი 12ც, ხაჭო 250გ, რძე 100მლ, კვერცხი 2ც, არაჟანი 2 ს.კ. ნიორი 2 კბილი, მზესუმზირის ზეთი 2ს.კ. წიწაკა, მარილი.

მომზადება

  1. ნებისმიერი ხაჭო აურიეთ დაჭყლეტილ ნიორთან და პილპილთან. სურვილისამებრ დაამატეთ მარილი. დაბრაწული პურები ხაჭოთი
  2. ხაჭოს დაუმატეთ არაჟანი (ან რამდენიმე კოვზი რძე ან კეფირი) და აურიეთ. ხაჭო პურზე ადვილად უნდა წაისვას.
  3. წაუსვით ხაჭოს მასა პურის 6 ნაჭერს და დანარჩენი ნაჭრები თავზე დაახურეთ. მიიღებთ სენდვიჩებს, რომლებიც თავიდან რძეში უნდა ამოავლოთ, შემდეგ კვერცხში. არ დაგავიწყდეთ გვერდები.დაბრაწული პურები ხაჭოთი
  4. როგორც კი ამოავლებთ, გაცხელებულ, ზეთდასხმულ ტაფაზე მოათავსეთ და ორივე მხარეს სასურველ შეფერილობამდე შეწვით.
ხაჭოს ყიყლიყოები შეგიძლიათ მოამზადოთ ტკბილი ან მარილიანი. ტკბილის შემთხვევაში დააყარეთ შაქრის პუდრა და მორთეთ კენკრით ან ჯემით. კიდევ კარგი კომბინაციაა მწვანილი.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები