გასწავლით, როგორ შეწვათ ხორცი 2-3 წუთში

0
21
#post_seo_title

ასე მომზადებული ხორცი უფრო რბილი და გემრიელი გამოდის. ყველაფერი ცხარე სოუსის დამსახურებაა, რომელიც ამავე დროს შეგიძლიათ შემწვარ ხორცსაც მოასხათ. კვერცხიან სოუსში ხორცის შენახვა რამოდენიმე დღესაც შეგიძლიათ. სამსახურიდან დაბრუნებისას, როცა გსურთ ოჯახის წევრებს გაუმასპინძლდეთ გემრიელი ვახშმით, მაგრამ არც ბევრი დრო გაქვთ და არც ენერგია, გამოიღეთ მაცივრიდან ხორცი, 5 წუთში შეწვი და არაჩვეულებრივი ვახშამიც მზად იქნება.

შემადგენლობა:

500 გრამი ხორცი (ან ქათამი)
2 კვერცხი
1 ს/კ. მდოგვი
1 ს/კ. სახამებელი
2 ჩ/კ. სეზამი
1 ჩ/კ.  მარილი
1ჩ/კ. წიწაკა დაფქვილი
1 ს/კ მცენარეული ზეთი

ათქვიფეთ კვერცხი და მდოგვი, დაამატეთ სახამებელი, წიწკა და მარილი.

დაჭერით ხორცი ნაჭრებად და ჩააწტეთ სოუსში. შედგით მაცივარში და 7 საათის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ძალიან მაგარი ხორციც კი ხდება რბილი და წვნიანი.

შეწვით ხორცი ზეთში  2-3 წუთის განმავლობაში ორივე მხარეს სეზამთან ერთად. სწრაფად მომზადებული ხორცი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ