
თქვენ ალბათ გსმენიათ ბოთლის დახმარებით ბლინების მომზადების გენიალური მეთოდის შესახებ. ამ უცნაურ მიდგომას აქვს მთელი რიგი დადებითი მხარეები: დროის და გასარეცხი ჭურჭლის ეკონომია, ამავე ბოთლით შეგიძლიათ შეინახოთ ცომი მაცივარში და ა.შ.
ბლინები მოამზადეთ მარტივად:
გარდა ამისა, ამ მეთოდით შესაძლებელია განსხვავებული ფორმის ბლინების გამოცხობაც. ამისათვის პლასტიკის ბოთლს თავზე უნდა გაუკეთოთ თვითნაკეთი საცობი, რომლიდანაც ცომი წვრილი ჭავლის სახით გამოვა.
ინგრედიენტები
- ნახევარი ლ რძე
- 50 მლ ზეთი
- ერთი ს. კ. შაქარი
- ნახევარი ჩ.კ. სოდა
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- 300-500 გ ფქვილი
- ორი ცალი კვერცხი
მომზადება
- 1,5 ლ მოცულობის ბოთლი კარგად გარეცხე.
- ძაბრის დახმარებით ჩაასხი მასში ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის რძე. ჩაუშვი კვერცხი. ძაბრი ამოიღე, ბოთლს დაახურე და ანჯღრიე შიგთავსის გახსნამდე.
- დარჩენილი რძეც ჩაასხი კვლავ ძაბრის საშუალებით, ჩაყარე შაქარი და შემდეგ თანდათანობით დაამატე დარჩენილი ინგრედიენტები, ზეთის გარდა. კარგად ანჯღრიე.
- ბოლოს ჩაასხი ზეთიც და კვლავ შეანჯღრიე.
- ბოთლის ნახვრეტიდან დაასხი ცომი ცხელ ტაფაზე და მიეცი სასურველი ფორმები.
ძალიან უცხო და ლამაზი გამოდის.
გაუზიარე ეს მეთოდი მეგობრებსაც!
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi