ბანანის ღვეზელი

0
118
#post_seo_title

ბანანისგან მრავალი გემრიელი დესერტის მომზადება შეიძლება. მაგრამ  ბანანის ღვეზელი მაინც საუკეთესო იდეაა

ბანანის ღვეზელი გამოსაცხობად საკმაოდ მარტივია და არც ძვირფასი ინგრედიენტების გამოყენებას მოითხოვს.

ამ ღვეზელის გამოსაცხობად უმჯობესია გამოიყენოთ არა მოსახსნელი, არამედ მთლიანი საცხობი ფორმა.

ბანანის ღვეზელი | შენი სუფრა

ინგრედიენტები

  • 3 ცალი ბანანი
  • 275 გ ფქვილი
  • 210 გ კარაქი
  • 300 გ შაქარი
  • ათი გ ვანილის შაქარი
  • 4 ცალი კვერცხი
  • ასი გ არაჟანი
  • 5 გ გამაფხვიერებელი

მომზადება

  1. მინანქრის მოსამზადებლად 150 გ შაქარი ჩაყარე სქელძირიან ტაფაში და მუდმივი მორევით გაადნე დაბალ ცეცხლზე.

ბანანის ღვეზელი | შენი სუფრა

  1. ცხელ შაქარში ჩააგდე 60 გ კარაქი და კარგად აურიე.

ბანანის ღვეზელი | შენი სუფრა

  1. საცხობ ფორმას მოუსვი ცხიმი და მასში გადაიტანე ცხელი კარამელი.

ბანანის ღვეზელი | შენი სუფრა

  1. ბანანი დაჭერი რგოლებად და დაალაგე კარამელზე.

ბანანის ღვეზელი | შენი სუფრა

  1. ახლა მოამზადე ცომი. ამისთვის შეურიე დარჩენილი კარაქი, მარილი, შაქარი, ვანილი და ათქვიფე მიქსერით 5 წუთის მანძილზე.

ბანანის ღვეზელი | შენი სუფრა

  1. მიღებულ მასას დაამატე თითო კვერცხი და თან თქვიფე.

ბანანის ღვეზელი | შენი სუფრა

  1. შემდეგ შეათქვიფე არაჟანი. ჩააყარე ფქვილი და გამაფხვიერებელი და კვლავ კარგად ათქვიფე.

ბანანის ღვეზელი | შენი სუფრა

  1. ცომი გადაიტანე ბანანზე და თან ფორმა შეანჯღრიე.

 

  1. შედგი 180 გრადუსზე 30-40 წუთით.
  2. ჯერ კიდევ ცხელი ღვეზელი გადააბრუნე დიდ თეფშზე. გააციე და შემდეგ დაჭერი.

გემრიელად მიირთვი!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  ბრინჯი ქათმის ღვიძლით