სპეციალისტის თქმით, ბალი ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით ალუბალზე უფრო მდიდარია და ამასთან ორჯერ ნაკლებ შაქარსაც შეიცავს.
ორივე სასარგებლო ნუტრიენტების შემადგენლობით გამოირჩევა. თუმცა ბალი ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით უფრო მდიდარია, ვიდრე ალუბალი, და ამასთან ამ უკანასკნელზე ორჯერ ნაკლებ შაქარსაც შეიცავს.
გარდა ამისა, ბალში შედის ჰორმონი მელატონინი, რომელიც ენდოკრინული სისტემის მუშაობაზეა პასუხისმგებელი, უზრუნველყოფს ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას და არეგულირებს ძილს.
სპეციალისტის თქმით, ორივე ხილი პოზიტიურ გავლენას ახდენს გულის მუშაობაზე, სისხლძარღვების მდგომარეობაზე და ასევე სისხლის წნევაზე.
მასალის გამოყენების პირობები