1.1K
მასალის გამოყენების პირობები
ბადექონში გახვეული ხორცის რულეტი
მასალა:
ხორცი 1 კგ.,
ხახვი 1 თავი,
ნიორი 2 კბ.,
კვერცხი 10 ცალი,
ბროწეული 1 ცალი ( ან კოწახური 2 ს/კ. )
ბადექონი 1 კგ.,
უცხო სუნელი, ხმელი ქინძი ნახევარ-ნახევარი ჩ/კ.,
მარილი გემოვნებით.
მომზადება
ძროხის ხორცი ხახვთან და ნიორთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ბროწეულის მარცვლები შავი პილპილი და მარილი. ეს მასა გააბრტყელეთ, ზედ მწკრივად დაალაგეთ 10 ცალი მოხარშული კვერცხი და გადაახვიეთ, გარედან კი შემოახვიეთ ბადექონი. მოათავსეთ ტაფაზე, შედგით გაზქურაში და შეწვით საშუალო ცეცხლზე, ჯერ ქვემოდან, შემდეგ ზემოდან.