საუზმის მირთმევა ბევრს უჭირს – ბავშვსაც და მოზრდილსაც. მით უფრო რთულია ისეთი კერძის შერჩევა, რომელიც ყველას მოეწონება, თუმცა არის გამონაკლისებიც და ერთ-ერთი ასეთია – ბუტერბროდები პიცის ზედსართით. მას მართლაც პიცის გემო აქვს და დამერწმუნეთ -ყველას მოსწონს. სცადეთ თქვენც.
ინგრედიენტები
- 150 გ ბატონი პური
- ერთი ცალი ბულგარული წიწაკა
- ნახევარი კონა კამა
- ორი ს. კ. მაიონეზი
- ერთი ცალი პომიდორი
- ასი გ საექიმო ძეხვი
- ასი გ მაგარი ყველი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- პომიდორი და ძეხვი დაჭერი წვრილ კუბებად. ბულგარული წიწაკა გაათავისუფლე თესლისგან და დაჭერი ისიც წვრილად. მაგარი ყველი გახეხე მსხვილ სახეხზე. მწვანილი გარეცხე და დაჭერი. ყველაფერი შეურიე ერთმანეთს.
- ნარევს მოაყარე მარილი და პილპილი და შეურიე მაიონეზი. ბატონი პურის რვა ნაჭერი დაალაგე საცხობზე, რომელსაც პერგამენტი აქვს დაფენილი.
- თითოეულ ნაჭერს დაადე მომზადებული მასა და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10- 15 წუთით. საუზმე სუფრასთან მიიტანე ცხელი სახით.
ძეხვის ნაცვლად შეგიძლია გამოიყენო სოსისი ან სარდელი, ხოლო მაიონეზი შეცვალო არაჟნით. გემრიელია! ეს პიცა-ბუტერბროდი მოსწავლეების საყვარელი საუზმეა. მისი გატანება სკოლაშიც თავისუფლად შეიძლება.
გემრიელად მიირთვით და რეცეპტი გაუზიარეთ სხვა მშობლებსაც!