ზოგჯერ ჩვეულებრივი კერძები გვბეზრდება, მაგალითად, კარტოფილი და გვსურს მისი განსხვავებული წესით მომზადება. ამისთვის ერთ-ერთი გზა ეს არის ექსპერიმენტების ჩატარება. თუმცა შეგიძლია გამოიყენო სხვისი გამოცდილება. კეძოდ, ისარგებლო ჩვენი დღევანდელი შემოთავაზებით. ეს კი გახლავს გამომცხვარი კარტოფილი კვერცხით.
ინგრედიენტები
- ერთი ცალი კარტოფილი
- ერთი ცალი კვერცხი
- 10 გ კარაქი
- ერთი ცალი ბულგარული წიწაკა
- ცოტა მწვანილი
- ცოტა ბეკონი
- ცოტა მაგარი ყველი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- კარტოფილი გარეცხე კანიანად და შემდეგ გამოაცხე ღუმელში – ჩვეულებრივი წესით.
- გამოიღე და როცა შეგრილდება, ამოაცალე გული.
- შიგნიდან წაუსვი კარტოფილს გამდნარი კარაქი სილიკონის ფუნჯით. მოაყარე მარილი და პილპილი.
- ფსკერზე მოათავსე გახეხილი ყველის ფუძე, შემდეგ დაჭრილი წიწაკა, მწვანილი და ბეკონი.
- კარტოფილი შეავსე ნახევრად, შემდეგ დაამატე უმი კვერცხი. თუ კარტოფილი პატარაა, გამოიყენე მწყერის კვერცხი.
- მოაყარე მარილი და პილპილი და ცოტა გახეხილი ყველი.
- შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.
თვალსაჩინოებისთვის იხილე ვიდეო:
ეს გამომცხვარი კარტოფილი უნდა მიირთვა ცხელი სახით. კერძი შეგიძლია მორთო მწვანილით ან მოასხა რაიმე სოუსი. გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ამ საინტერესო გარნირის რეცეპტი შენს მეგობრებსაც!