არომატულ ბულიონში მომზადებული ”ზარმაცი” პელმენი

0
18
#post_seo_title

ნაყიდი პელმენი ბევრს არ მოსწონს, თუმცა მისი გამოცხობის პროცესი რთული და მომაბეზრებელია. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ე. წ. ,,ზარმაცი პელმენია”. რომლის რეცეპტს დღეს სიამოვნებით შემოგთავაზებთ!

მოსამზადებლად დაგჭირდებათ მრავალნაირი კაშკაშა ბოსტნეული და არანაირი ცომის ბრტყელება. მთავარია გააკეთოთ შესანიშნავი ბულიონი.

ინგრედიენტები

  • 150 მლ წყალი
  • 300 გ ფქვილი
  • 60 მლ ზეთი
  • 250 გ საქონლის ფარში
  • 300 გ ხახვი
  • 200 გ სტაფილო
  • 2 ჩ. კ. ტომატ პასტა
  • 300 გ კარტოფილი
  • 2 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 1.5-2 ლ წყალი
  • 1 კონა ორახუში
  • მარილი, შავი პილპილი, ძირა, კორიანდრი

მომზადება

1. ბულიონის მოსამზადებლად ღრმა ტაფაში გააცხელეთ 1 ს. კ. ზეთი. მასში მოშუშეთ ერთი დიდი ხახვი და სტაფილო – წვრილად დაჭრილი. შემდეგ დაამატეთ ტომატ პასტა.

2. აურიეთ და ორი წუთის შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, მოაყარეთ საკმაზი და კვლავ აურიეთ. 3 წუთის შემდეგ ჩაყარეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა.

არომატულ ბულიონში მომზადებული ”ზარმაცი” პელმენი

3. ბოსტნეულს დაასხით წყალი, კარგად ამოურიეთ და ხარშეთ თავდახურულში ათი წუთი. ამასობაში მოამზადეთ ცომი. გაცრილ ფქვილს დაამატეთ 0,5 ჩ. კ. მარილი.

არომატულ ბულიონში მომზადებული ”ზარმაცი” პელმენი

4. ყველაფერი აურიეთ სათქვეფით. ჩაასხით თბილი წყალი, მოზილეთ რბილი ცომი და მოაგუნდავეთ. დააფარეთ ჩაის ტილო და დატოვეთ ნახევარი საათი. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი.

არომატულ ბულიონში მომზადებული ”ზარმაცი” პელმენი

5. საქონლის ფარშს დაამატეთ დარჩენილი ხახვი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მზა ცომი გააბრტყელეთ კვადრატულად, წაუსვით ერთი ს. კ. ზეთი.

6. კვადრატის ნაპირებზე დაალაგეთ ფარშის ნაწილი ძეხვისებურად. გადაახვიეთ ის ცომში რულეტის სახით და დაჭერით 6-8 ნაჭრად. ნაპირები შემოუკეცეთ. იგივე გააკეთეთ მთლიანი ცომის მიმართ.

არომატულ ბულიონში მომზადებული ”ზარმაცი” პელმენი

7. მზა პელმენი გადაიტანეთ ბულიონში, ფრთხილად ამოურიეთ და ჩააყარეთ დაჭრილი მწვანილი. ხარშეთ თავდახურულში ათი წუთი.

მიიტანეთ სუფრაზე ბოსტნეულთან ერთად. არაჟანიც ძალიან უხდება. ზარმაცი პელმენის კერძი ლამაზად გამოიყურება და არომატული გემო აქვს. გემრიელად მიირთვით!

მასალის გამოყენების პირობები